1. ბენეფიციარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე მიმდინარე წელს, ასევე გასული წელს მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით;

ვ) მომხდარ ხანძართან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ხანძრის აქტი/ ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;

ზ) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რაიონული სამმართველოდან.

3. ზიანის ანაზღაურების და თანხის ოდენობას განისაზღვრავს და მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ