1. პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა საომარი მოქმედებებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (შრომისუუნარო მშობლები, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი).
2. პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევაზე, დროზე და გასაცემი თანხის ოდენობაზე (არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი) გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტი ან სხვა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ