1. ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებისთვის გაიცეს დახმარება არაუმეტეს ორი ინექციისათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ბენეფიციარზე, ერთჯერადად არაუმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარი.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).
3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ