1. ამ წესის პირველი თავით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს და ის განცხადებები, რომლებიც არ შესაბამება ამ წესით მიღებულ კრიტერიუმებს, იხილავს მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების შესახებ განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება (შემდეგ – განყოფილება) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციასა და მასალებს განყოფილება გადასცემს შემდგომი განხილვისათვის შესაბამის სამუშაო ჯგუფს, შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსება