1. მოქალაქისათვის სამედიცინო/ფარმაცევტული/მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში, საგარანტიო წერილის გაცემისას, საგარანტიო წერილის ვადა განისაზღვროს 2 თვის ვადით. სამედიცინო/ფარმაცევტული/დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს სამედიცინო/ფარმაცევტული დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობის/სამედიცინო მომსახურებისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო/ფარმაცევტული დაწესებულება პასუხს აგებს წარდგენილ ინფორმაციის სიზუსტეზე.
2. 2025 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.
3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ დასკვნას ამზადებს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყო