1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. გადაუდებელი შემთხვევის დროს სამუშაო ჯგუფი რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.

5. სამუშაო ჯგუფის მდივანი სამუშაო ჯგუფს სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში.

6. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე.

7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმ