1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ან/და ქიმიოთერაპიის კურსზე მყოფ, მათ შორის სისხლის ავთვისებიანი დაავადებების მქონე მოსახლეობას დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა და ავადმყოფის მოვლის დამხმარე საშუალებები (კოლოსტომის ჩანთა და ჰიგიენური საშაუალებები მუდმივად მწოლიარე ავადმყოფებისთვის), მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

ზ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

თ) იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტების ღირებულება გადახდილია, ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი.

3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

თავი II

სოციალური პროგრამების განხორციელება და ადმინისტრირე