1.პროგრამით მოსარგებლები არიან ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები.

2.პროგრამა ითვალისწინებს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების   ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე  ონკოლოგიური მიმართულებით მაღალტექნოლოგიური სამედიცინო  კვლევების  დაფინანსება/თანადაფინანსებას. დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია წელიწადში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;

3.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამაასტურებებლი დოკუმენტი

ბ) ონკოლოგიური პაციენტის ჯანმრთელობის ცნობა ფ N100 საჭირო  კვლევის მითითებით

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა და კალკულაცია.

4. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება:

ა) ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის გაცემით, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, მის  პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

5.პროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურ