1.განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე,2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
3. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) ხელახლა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
4. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ერთდროულად ორ პროგრამაში.
5. ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვალდებულია მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამის განყოფილებას ყოველთვიურად წარმოუდგინოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება და სხვა).
6. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე, მიღებული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
7. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე ინფორმაციას სამ თვეში ერთხელ აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულო