1.პროგრამის ბენეფიციარები არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ შშმ სტატუსი.

2. პროგრამაში ჩასართავად განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობა,ბ) ცნობა შესაბამისი სკოლიდან,დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

გ) ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად).

4. პროგრამა გათვლილია  35 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 6 ლარის ოდენით.

5. პროგრამით გათვალისწინებული დღიური თანხის მიწოდება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შშმ ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით

6. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურ