დაავადებების
მქონე
ბენეფიციარების
მკურნალობით
უზრუნველყოფა  (რასაც
სრულად
ან
საერთოდ
არ
აფინანსებს
საყოველთაო
ჯანდაცვა, რეფერალური
პროგრამები
და
სხვა
დაზღვევები)

1.ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის როგორც ავთვისებიანი, ასევე არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №  IV – 100/ა);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ