მხარდაჭერის
პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამოქმედო გეგმის შესასბამისად, ეტაპობრივად.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარება გაიცემა შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისათვის:

ა) ოჯახი სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს;

ბ) ღარიბი ბავშვიანი ოჯახი;

გ) მარტოხელა მშობელი;

დ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი.

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველი სამუშაო ჯგუფ