მატერიალური (ფულადი) დახმარებით
უზრუნველყოფა

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:

ა) ასი და მეტი წლის ხანდაზმული  – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ)„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მატერიალური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გაეწევათ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ შეჭირვებული ოჯახების წევრებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა მომართვის პერიოდში. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის  ადგილზე შესწავლის აქტისა და  სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) შემაკავებელი ორდერის ქსეროასლი (პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში).

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ