დაუცველი
ოჯახების
გათბობის
სეზონზე
მატერიალური
დახმარებით
უზრუნველყოფა

1. გათბობის სეზონის დასაწყისში მატერიალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველ ოჯახებს:

ა) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი ან მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) შვილების დაბადების მოწმობის ქსეროასლები („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ