შესაძლებლობის
მქონე
ბენეფიციარების
ყოველთვიური
მატერიალური
დახმარება
1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:
ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მომსახურებას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მომსახურებას – 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
გ) სმენადაქვეითებულ და მეტყველების უნარმოკლებულ ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) 18-დან 29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე:
დ.ა) ბენეფიციარებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ.ბ) კლასიკური ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ.გ) აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს (18 წლამდე), რომლებიც საჭიროებენ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრაციის პროგრამით მოსარგებლე შშმ პირებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ზ) 40 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
თ) მომვლელის (დედ-მამის/მეურვის) გარეშე დარჩენილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან დამოუკიდებლად (ეტლით მოსარგებლეები) და საჭიროებენ მომვლელს – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
თ) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ვ“ პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ი) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებმა – მშობლების გარდაცვალების მოწმობები.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ