უზრუნველყოფა (რასაც
სრულად
ან
საერთოდ
არ
აფინანსებს
საყოველთაო
ჯანდაცვა, რეფერალური
პროგრამები
და
სხვა
დაზღვევები)
დახმარება მკურნალობის უზრუნველსაყოფად კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
1. სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ ღემატება 200 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);
ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);
ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის შეძღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ:
ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;
ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;
გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.
4. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);
ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
6. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);
ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
7. ფსორიაზის სამკურნალოდ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ:
ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.
8. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
9. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის 1-6 პუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები ორი ან მეტი კატეგორიის არსებობის შემთხვევაში დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიით.
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნებიან გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომლებზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით, დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს კალენდარული წლის გამავლობაში:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (მედიკამენტური მკურნალობით ვერ ისარგებლებენ ის ბენეფიციარები, რომლებსაც უკვე ათვისებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტი).
12. ამ მუხლის პირველი-მეათე პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (პირველი პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ზ)საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ(მესამე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
თ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი (მეხუთე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
ი) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (მეექვსე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);
კ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);
ლ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.
13. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
შენიშვნა: მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ან/და ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებშ