დახმარებები

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე (1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულით და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე) სტუდენტებს ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) შშმ სტუდენტებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი („ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი;

ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ („ვ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ან გამამტყუნებელი განაჩენი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები („ზ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

კ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.

4. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა.

5. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით.

6. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

შენიშვნა:

1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.

2. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის განმავლობაში, თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება უნდა იყოს მითითებულ