1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2018 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრეტიდებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში;
დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი ან მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2017 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).
3. სტუდენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ მოქალაქე ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი;
დ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;
ე) დაბადების მოწმობის ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის, ორი სტუდენტის ან ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში);
ვ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები (ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველი სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).
4. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ