1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა (ანგარიშფაქტურა) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან გადასახდელი თანხისა და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობა;

ვ) ცნობა სკოლიდან, რომ ბოლო ერთი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო

სკოლაში;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზ