1. ერთჯერად ფულად დახმარებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი, არასრულწლოვანი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებული ბავშვები.

2.  დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ;

დ)  ბენეფიციარი ბავშ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ე) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;ვ) განმცხადებლის/ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ