1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 (ოთხასი) ლარს.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციიდან;
ე) ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ან ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
ზ) შესაბამისი საკუთრების ქ. თბილისში მდებარეობის შემთხვევაში, ინფორმაცია ქ. თბილისის მერიიდან დაფინანსების თაობაზე.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე, მომსახურების შესრულების შემდე