1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება, ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა.
2. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა (არაუმეტეს 1500 ლარის ღირებულების) განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. გამონაკლის შემთხვევაში, სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება შესაბამისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა დევნილი პირის მიერ კერძო სახლის საკუთრებაში არსებობის უტყუარი და ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების საფუძვლები, რაც დასტურდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით (კომუნალური მომსახურების ხარჯების გადახდის შესახებ ქვითარი, ხელშკრულება/გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ) და რომლითაც უპირობოდ დგინდება საცხოვრებელი კერძო სახლის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთიანობა და როდესაც არ არსებობს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლებ