1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) დევნილის მოწმობის ასლი, ახლო ნათესავის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბადების მოწმობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ცნობა;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.