1. ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი/მოსწავლე სწავლის თანადაფინანსებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სწავლობს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე:
ა) აგრარული მეცნიერებანი:
ა.ა) ვეტერინარია;
ა.ბ) აგრონომია;
ა.გ) სასურსათო ტექნოლოგია;
ა.დ) მეცხოველეობა;
ა.ე) სატყეო საქმე;
ბ) ინჟინერია:
ბ.ა) აგროინჟინერია;
ბ.ბ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია;
ბ.გ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება;
ბ.დ) მშენებლობა;
ბ.ე) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
ბ.ვ) მასალათმცოდნეობა;
ბ.ზ) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
ბ.თ) ტრანსპორტი;
ბ.ი) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
გ) განათლება:
გ.ა) განათლების მეცნიერებები;
გ.ბ) მასწავლებლის განათლება;
დ) ხელოვნება:
დ.ა) სახვითი ხელოვნება;
დ.ბ) დიზაინი;
დ.გ) ქორეოგრაფიული ხელოვნება;
დ.დ) სამუსიკო ხელოვნება;
ე) ჯანდაცვა:
ე.ა) სტომატოლოგია;
ე.ბ) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;
ე.გ) საექთნო საქმე (ექთანი);
ე.დ) ფარმაცია;
ე.ე) მედიცინა.
2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.
დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ე) ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებ