1.  ერთჯერად  (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია. ამავე საფუძვლებით და პირობებით, ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელთა სარეიტინგო ქულა 30001 და  მეტია, მაგრამ 57001-ზე ნაკლებია და ასევე 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მოქალქეები, (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი) რომელთა სარეიტინგო ქულა 57001 და მეტია, მაგრამ 65001-ზე ნაკლებია.

2.    მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) უფლებამოსილი პირის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე)    ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ