1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია) იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები.
2. დახმარება გაეწევათ თითოეულს, სასკოლო ჩანთით და პენალით, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ მოძიებული მონაცემების შესაბამისად, რისი ღირებულებაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ;
ე) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბენეფიციარის პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ;
ვ) ამონაწერი (თუ უფლებამოსილ პირად მითითებულია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი)/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ბენეფიციარი მიეკუთვნება სიღარიბის ზღვარს ქემოთ მყოფ პირთა (რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია) კატეგორიას
4. დახმარების გადაცემა მოხდება განმცხადებელ კანონიერ წარმომადგენელთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმები