1. ერთჯერად ფულად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 და ყოველი შემდგომი ახალშობილი.მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 (ორასი) ლარის ოდენობით,  მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით და ა.შ ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი).

2. დახმარების მისაღებად ერთ-ერთი მშობლის მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი;

ე)  ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში მუდმივი მაცხოვრებლის რეგისტრაციით, ხოლო ასეთის არარსებობის ან დევნილის სტატუსის არარსებობის შემთხვევაში – ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ