1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები:
ა) რომელთაც შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ბ) რომელთაც შეეძინათ მე-2 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
გ) რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
დ) რომელთაც შეეძინათ მე-4 და მეტი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ე) რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 300-300 ლარს, მეორე და მესამე – 400-400 ლარი, ხოლო მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 500-500 ლარს.
2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ შვილის შეძენის შემთხვევაში მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 2 000 (ორიათასი) ლარს
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის რეგისტრირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ცნობა იმ მუნიციპალიტეტიდან სადაც არის რეგისტრირებული, რომ იქ არ აქვს ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული დახმარება;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. ამ მუხლის 1 პუნქტის შემთხვევაში ოჯახები დახმარებას მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ ახალშობილი დაიბადა 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2025 წელს დახმარება არ აქვს აღებულ