1. ამ პროგრამით სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპიას, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებების ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობას, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურებს, ქცევითი თერაპიებსა და სხვა, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, 1.00-დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;
გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით და ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა 100-დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, არაუმეტეს 500 ლარი, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით.
2. მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:
ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე ) წევრი 1.00 -დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;
ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000 დან 200000 ის ჩათვლით 1.00 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;
გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ასევე მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა – 100 დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;
დ) PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევა დაფინანსდება 600 ლარით.
3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ფორმა 100, ანგარიშ ფაქტურა და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის მძიმე ეკონომიკური პირობების შესახებ;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზ