1. პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიან ოჯახების დახმარებას ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილისათვის).

2. ოთხი შვილის შემთხვევაში, თუ ერთ-ერთს შეუსრულდება 18 წელი, დანარჩენ სამს გაუგრძელდება დახმარების მიცემა, სანამ მომდევნო წევრს არ შეუსრულდება 18 წელი

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოჯახის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ან პირადობის მოწმობების ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ