1. თითოეულ ახალშობილზე 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (ახალშობილის დაბადებიდან 3 თვის ვადაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ
(ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზ