1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი