1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა);

ე) ნებისმიერი სხვა დოკუმეტი, რომელიც დაასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი