.
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
მქონე
სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური
დახმარება
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
– „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტის;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტი;
ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი