. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სამსახურის უფროსი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას განმცხადებელზე სოციალური დახმარების გაცემის ან
გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ წესის მე-3 მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
5. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნა