1. დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, რომლიც არის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი