1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: 25 კილოგრამი ხორბლის ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი.
2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობების ადგილას.
3. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასრუსათო კალათის ნაცვლად გაეწევათ ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახმა მუნიციპალიტეტში განცხადება უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში