დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის 2026
წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების
გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, ასევე ამ წესის მე-2, მე-3 და მე-7 მუხლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლე) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცი