1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლის) გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მათი ოჯახის წევრები მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (პირის გარდაცვალებიდან
3 თვის ვადაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;
ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი