1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცემათ ერთჯერადი სოციალური დახმარება, თითოეულ არასრულწლოვანზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) არასრულწლოვნის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ
(ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზ