1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება.
ბ)
მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის  ასლი.
ე)
ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები.
ზ)
მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე