1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამავდროულად მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას  უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით .
2.
საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება  არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
გამქირავებლის  საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების მსურველი მოქალაქის ან/და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
5.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე