1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას, დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს, მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ).
2.
თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა აგრეთვე მუხლი 20-ით მოსარგებლე ბენეფიციარებზეც.
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ოჯახის შესახებ;
ბ)
ბენეფიცირის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან