1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) სურსათის სახით მიიღებენ დახმარებას სააღდგომოდ და საახალწლოდ. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები ) ზამთრისათვის გათბობის  უზრუნველსაყოფად მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
3.
გათბობის უზრუნველსაყოფად თანხის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კვებაზე მყოფი ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე