1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პირზე /ოჯახზე (გარდა შრომისუნარიანი პირისა), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001- ს და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის გათბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარისა.

2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ონის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე.

3. განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 აგვისტოდან 2026 წლის 01 ოქტომბრამდე.

4. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) მერის წარმომადგენლის ინფორმაცია პირის/ ოჯახის შემადგენლობის და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

5. განცხადებები, სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმებისა და განხილვის მიზნით გადაეცემა მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

6. სამუშაო ჯგუფი მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, გამონაკლისის სახით, მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებას და არის უკიდურესად გაჭირვებული.

7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახე