1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 1000 ლარის ოდენობით.

2. 90 და მეტი ასაკის მოქალაქეებზე საახალწლო-საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება  გაიცემა 250 ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

გ) საბანკო ანგარიში.

4. 95 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 150  ლარის ფარგლებში:

ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;

ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერები