1. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (0-დან 18 წლამდე ასაკი), სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხების, ფიზიკური დარღვევისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი, მინდობილი პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);
ე) შშმ ან სსსმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია)
ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზ