1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტოზურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:

ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარისა;

გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.

2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია).

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის  ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;

ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, პროგრამის არარსებობას, უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) მოხსენებითი ბარათი (საჭიროების შემთხვევაში)

ზ) საბანკო ანგარიში.

4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ან სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.

5. ამ პროგრამით არ ფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;

დ) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის მიზნით ), ფსიქოთერაპია