1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამშვილიან ოჯახზე – 300 ლარი;
ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 350 ლარი;
გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 450 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 500 ლარი.
2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი 18 წლამდე ასაკის შვილი, ერთჯერადი დახმარება მიეცემათ 600 ლარის ოდენობით.
4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) ოჯახებზე საახალწლო - საშობაოდ, გაიცემა 250 ლარი.
5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
6. ოჯახებს, რომლებსაც 2025 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე), დახმარება გაეწევათ 450 ლარის ოდენობით.
7. 18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი/კალათა 150 ლარის ფარგლებში:
ა) სასაჩუქრე პაკეტი გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
ბ) სასაჩუქრე პაკეტის გადაცემის ფაქტი დოკუმენტურად დადასტურდება ბენეფიციარისა და მერის წარმომადგენლის ხელმოწერები