1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, მათ შორის: ცერებრალური დამბლის მქონე პირებზე; დაუნის სინდრომის მქონე პირებზე; აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე პირებზე; ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის მქონე პირებზე; მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, პარაპარეზის ან ჰემიპარეზის (მყარი ნარჩენი მოვლენების შედეგად) მქონე პირებზე; გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირებზე; ეპილეფსიის მქონე პირებზე; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე; III–IV ხარისხის სკოლიოზის მქონე პირებზე; ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) ყრუ პირებზე; მეტყველების უნარის არმქონე პირებზე; ეტლის საჭიროების მქონე პირებზე, შემდეგნაირად:
ა) წლის განმავლობაში ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარი;
ბ) საახალწლო - საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე ) საბანკო ანგარიში.
3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, წლის განმავლობაში - 300 ლარი; თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის მოქმედება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –200 ლარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე საახალწლო-საშობაო, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედებ